უელბეკმა 7 თვის შემდეგ პირველად ივარჯიშა!
Aa
Aa

უელბეკმა 7 თვის შემდეგ პირველად ივარჯიშა!

"პრემიერლიგის" მომდევნო ტურში, ლონდონის "არსენალი" საკუთარ მოედანზე "ვესტ ბრომვიჩს" დაუპირისპირდება. მოახლოებული შეხვედრის შესახებ, პრესკონფერენციაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა ისაუბრა და "მეთოფეთა" გულშემატკივრებს საკმაოდ სასიამოვნო ინფორმნაციაც მიაწოდა.

საქმე კლუბის ინგლისელ თავდამსხმელს, დანი უელბეკს ეხება, რომელიც "ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგ გასამართი მატჩის განაცხადშია შეყვანილი.

"დღეს დანიმ ჩვენთან ერთად პირველად ივარჯიშა. ის "ვესტ ბრომვიჩთან" შეხვედრაში ხელმისაწვდომი იქნება, თუმცა მასთან მიმართებაში მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ. უელბეკმა შესაძლოა რამდენიმე წუთით ითამაშოს. გამოჯანმრთელებამდე ძალიან ცოტა უკლია აარონ რემსის, ხოლო ოქსლეიდ-ჩემბერლენი 3-4 დღეში დაგვიბრუნდება" - განაცხადა არსენ ვენგერმა.

როგორც მოგეხსენებათ, დანი უელბეკმა მუხლის ტრავმა 8 მაისს, "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მიიღო და მოედანს 7 თვით დაემშვიდობა. ამის გამო ფეხბურთელს ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება მოუწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები