Aa
Aa

"პარი სენ ჟერმენმა" ტიაგო სილვას კონტრაქტი გაუხანგრძლივა

"პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობამ, კლუბის ბრაზილიელ მცველ ტიაგო სილვას კონტრაქტი 2 წლით გაუხანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად პარიზული გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

ამრიგად, სილვა "პარი სენ ჟერმენში" 2020 წლის 30 ივლისამდე დარჩება და ჭორები, მისი გუნდიდან წასვლის შესახებ სრულად გაქარწყლდა.

"პარიზელებთან კონტრაქტის გახანგრძლივებით ძალზედ მოხარული ვარ. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ გუნდის კაპიტნის სამკლაურს ვატარებ და ამის საშუალება კიდევ 3 წლის განმავლობაში მექნება. ჩვენ წინ უდიდესი გეგმები გვაქვს და შევეცდებით, რომ გულშემატკივრებს კიდევ არაერთი სიხარული მივანიჭოთ" - განაცხადა ტიაგო სილვამ.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი მცველი "პარი სენ ჟერმენმა" 2012 წელს, "მილანიდან" შეიძინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები