Aa
Aa

"ჩელსიმ" ოსკარის ტრანსფერი დაადასტურა!

ლონდონის "ჩელსის" "ტვიტერის" ოფიციალურმა გვერდმა გუნდის ბრაზილიელი შემტევის, ოსკარის ჩინეთის ჩემპიონატში ტრანსფერი დაადასტურა.

"საფეხბურთო კლუბი "ჩელსი" და "შანხაი" ოსკარის ტრანსფერის პირობებზე შეთანხმდნენ. 25 წლის ბრაზილიელი მომავალ კლუბს იანვრის დასაწყისში შეუერთდება. გარიგების ღირებულება 60 მილიონი ევროა". - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში. 

როგორც ბრიტანული eurosport წერს, აზიური კლუბი ოსკარს ყოველკვირეული გასამრჯელოს სახით 400 ათას ევროს გადაუხდის, რაც წელიწადზე გაანგარიშებით დაახლოებით 21 მილიონი ევრო გამოდის. 

 

მომზადებულია eurosport.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები