რეგისტრაცია
კვიტოვა 2-3 თვე ვერ ითამაშებს
21/12/2016
0
533

მოგეხსენებათ, ჩეხი ჩოგბურთელი, პეტრა კვიტოვა გუშინ საკუთარ სახლში მძარცველმა მარცხენა ხელის არეში დაჭრა.

როგორც გაირკვა, კვიტოვამ სახლში მოულოდნელად შეჭრილ ადამიანს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია და შედეგად, მან მხოლოდ 5000 კრონის (192 დოლარის ექვივალენტი) წაღება შეძლო. 

საავადმყოფოში გადაყვანილ კვიტოვას ოპერაცია ჩაუტარდა და როგორც ვარაუდობენ, ჭრილობის სრულად მოშუშებას 2-3 თვე დასჭირდება. 

შესაბამისად, 26 წლის ჩოგბურთელს კორტზე სულ მინიმუმ მარტამდე ვერ ვიხილავთ. 


მოიწონე სტატია
გაუზიარე სტატია მეგობარს

კომენტარები
დამალვა

პრემიერლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
სერია-ა
ლიგა 1