ვერატის აგენტი:
Aa
Aa

ვერატის აგენტი: "იტალიურ კლუბებთან კონტაქტი მქონდა"

"პსჟ"-ს იტალიელ ნახევარმცველს, მარკო ვერატის, საფრანგეთის დედაქალაქიდან აბარგებაზე რომ უჭირავს თვალი, ეს დიდი ხანია ვიცით. მისმა აგენტმა იტალიურ პრესასთან ამ საკითხზე ისაუბრა. 

"მისით უამრავი კლუბი ინტერესდება, თუმცა ეს თემა დიდწილად "პსჟ"-ზეა დამოკიდებული, რადგან მასრკოს მასთან კონტრაქტი აქვს. რთული სათქმელია რამდენ ხანს დარჩება ჩემი კლიენტი პარიზში. დამიკავშირდნენ იტალიური კლუბებიც, რომელთანაც გარკვეულ თემებზე ვისაუბრეთ, თუმცა ამ მომენტისათვის თქვენთვის ახალი ამბავი არ მაქვს და შორსმიმავალ დასკვნებს ვერ გავაკეთებ". - განუცხადა დონატო დი კამპლიმ ტელეარხ TeleLombardia-ს.

 

მომზადებულია football-italia.net-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები