ემერის ნაცვლად ვან გაალი?
Aa
Aa

ემერის ნაცვლად ვან გაალი?

ფრანგული "პსჟ"-ს ხელმძღვანელები რომ უნაი ემერის მუშაობით კმაყოფილი არ არიან, ეს ძველი ამბავია. 

ტელეარხ TF1-ის მტკიცებით, კლუბის ბოსები ესპანელის შეცვლაზე დაფიქრდნენ.

ასე მაგალითად, პარიზელთა სპორტულ დირექტორ პატრიკ კლუივერტს, ემერის შესაძლო შემცვლელად, თანამემამულე ლუი ვან გაალი ესახება. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია დაიწყო თუ არა მოლაპარაკებები 65 წლის სპეციალისტთან. 

ვან გაალი "მანჩესტერიდან" წამოსვლის შემდეგ უმუშევარია. 

 

მომზადებულია GOAL.COM-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები