Aa
Aa

"მილანი" თუ "ინტერი"? - ფელაინი მილანის ერთ-ერთ კაფეში შენიშნეს...

"მანჩესტერ იუნაიტედის" ბელგიელი ჰავბეკი, მარუან ფელაინი, მილანში არსებულ ერთ-ერთ კაფეში დააფიქსირეს. 

როგორც ცნობილია, მის მიმართ ინტერესს ორივე მილანური გრანდი იჩენს, თუმცა ამ შემთხვევაში იტალიური პრესა ვერ აკონკრეტებს, რომლის წარმომადგენლებთან შესახვედრად გახლდათ ფელაინი ლომბარდიის მთავარ ქალაქში. 

სამაგიეროდ თუკი ბრიტანულ The Times-ს დავუჯერებთ, 29 წლის ნახევარმცველისათვის ბრძოლაში ფავორიტი "მილანია" და "იუნაიტედი" ზამთარში ამ საკითხზე ოფიციალურ შეთავაზებას, სწორედ "როსონერისგან" მიიღებს. 

 

მომზადებულია GOAL.COM-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები