NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა
Aa
Aa

NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა

ტორონტო - ბრუკლინი

ორლანდოს განადგურების შემდეგ, ტორონტო შინ ბრუკლინს მიიღებს. მასპინძლებს ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან სამში გამარჯვება აქვთ მოპოვებული. 19 მოგებით და 8 წაგებით, ისინი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-2 ადგილზე იმყოფებიან.

 

არც ისე კარგად მისდის საქმე ბრუკლინს.  ბოლო ტურში მათ მაჩანჩალა ფილადელფიასთან დათმეს შეხვედრა. ამასთან მათ ბოლო   ხუთივე გასვლა წაგებული აქვთ. 7 მოგების წილ 19 წაგებით, ისინი ამავე კონფერენციის ბოლოდან მე-2 ადგილზე იმყოფებიან.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, ოთხში გამარჯვება ტორონტოს დარჩა. ბრუკლინი ბოლო ხუთი გასვლაა საშუალოდ 118 ქულას უშვებს. ხოლო ტორონტო სახლში ჰიპერაქტიურია და საშუალოდ 121.4 ქულას ყრის.

 

გამომდინარე აქედან , უპრიანი იქნება ვივარაუდოთ, ტორონტოს გამარჯვება ფორით  @ -10.5

 

 

 

მილოუკი - კლივლენდი

ჩიკაგოსთან სტუმრად გამარჯვების შემდეგ, მილოუკი შინ კლივლენდს მიიღებს. მაპსინძლებს ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან სამში მოგება და ორში წაგება აქვთ. 13 მოგებით და 12 წაგებით, ისინი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-5 ადგილს იკავებენ.

 

რაც შეეხება მოქმედ ჩემპიონ კლივლენდ კავალიერსს, მან წინა ტურში ლეიკერსს სძლია და ამ მატჩშიც იგივეს გამეორებას შეეცდება. ლებრონმა და კამპანიამ სტუმრად ბოლო ხუთი გასვლიდან, ორი დაამთავრეს თავის სასარგებლოდ. 1 ადგილით, ისინი ლიდერობენ აღმოსავლეთ კონფერენციას.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხევდრიდან, ოთხში გამარჯვება კლივლენდს დარჩა. მილოუკი ბოლო შეხვედრებში საშუალოდ 103.6 ქულას უშვებს, ხოლო კლივლენდი 106.6 ქულას ყრის.

 

მაღალშედეგიანი მატჩის მოლოდინიდან გამომდინარე, კლივლენდის ინდ. ტოტალი 106.5 @ მეტი

იკლიპერსი - დენვერი

 

კლიპერსი ბოლო ტურში „ვაშინგტონთან“ წაგების შემდეგ, მაყურებლის წინაშე რეაბილიტაციას შეეცდება. პოლი და კამპანია შინ დენვერს მიიღებს. ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში კლიპერსს სამი გამარჯვება აქვს მოპოვებული. 20 მოგებით მასპინძლები, დასავლეთ კონფერენციის მეოთხე ადგილზე იმყოფებიან.

რაც შეეხება დენვერს, ისინი აღნიშნულ დაპირისპირებას კარგ ხასიათზე ხვდებიან. მათ ზედიზედ 3 შეხვედრა მოიგეს.  ბოლო ხუთი გასვლითი თამაშიდან, დენვერმა მხოლოდ ორში შეძლო გამარჯვება.

სტუმრები 4 ადგილით ჩამორჩებიან თავის ვიზავს და ამავე კონფერენციის მეცხრე ადგილზე იმყოფებიან. გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, 4-ში გამარჯვება კლიპერსს დარჩა. როცა მასპინძელი „კლიპერსი“ იყო, აქაც იგივე სტატისტიკაა. ბოლო საშინაო შეხვედრებში 115.4 ქულას ყრის კლიპერსი, ხოლო დენვერი 106.2 უშვებს.

კლიპერსის ფორით მოგება @ -6.5

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები