NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა
Aa
Aa

NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა

ინდიანა - ვაშინგტონი

დეტროიტთან სტუმრად გამარჯვების შემდეგ, ინდიანა შინ ვაშინგტონს მიიღებს. პეისერსის კალათბურთელებს ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან ოთხში გამარჯვება აქვთ მოპოვებული. 14 მოგების წილ 14 წაგებით, მასპინძლები აღმოსავლეთ კონფერენციის მე-8 ადგილზე იმყოფებიან.

 

კარგად მისდის საქმე ვაშინგტონს. დედაქალაქელებმა ზედიზედ სამი გამარჯვება მოიპოვეს, ბოლო განსაკუთრებით გამოსარჩევი იყო კლიპერსთან. ბოლო ხუთი გასვლიდან მათ სასარგებლოდ მხოლოდ 2 დამთავრდა. ისინი სამი ადგილით ჩამორჩებიან თავის მეტოქეს და ამავე კონფერენციის მე-11 ადგილს იკავებენ.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, ოთხი მათგანი ინდიანას სასარგებლოდ დამთავრდა. ინდიანა ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ მხოლოდ 93.6 ქულას უშვებს. 

ფავორიტის სტატუსის გათვალისწინებით, უნდა ვივარაუდოთ @ 1

ტრავმები:

ინდიანა - მონტა ელისი, როდნი სტაკი

ვაშინგტონი - ჯეისონ სმიტი, იან მაჰიმნი, დანუელ ჰაუსი

 

 

მინესოტა - ფინიქსი

ჰიუსტონთან ბოლო ტურში დრამატულად წაგებული შეხვედრის შემდეგ, მინესოტა შინ ფინიქსის დამარცხებას შეეცდება. ტიმბერვულვზის კალათბურთელებს ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრაა გამარჯვება არ მოუპოვებიათ. 7 მოგებით, მასპინძები დასავლეთ კონფერენციის მე-14 ადგილზე იმყოფებიან.

 

ბოლო 2 ტურში, ზედიზედ მარცხი განიცადა ფინიქსმა. სანსის კალათბურთელებს, ბოლო ხუთი გასვლიდან, მხოლოდ ორი გამარჯვება აქვთ მოპოვებული. 8 მოგებით და 19 წაგებით, ისინი 1 ადგილით უსწრებენ თავის ვიზავს და ამავე კონფერენციის მე-13 ადგილზე იმყოფებიან.

 

გუნდების ხოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, სამში გამარჯვება მინესოტას დარჩა. მასპინძლები ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 111 ქულას იღებენ საკუთარ კალათში, ხოლო ვაშინგტონის შემთხვევაში ბოლო ოთხ გასვლით შეხვედრაში საშუალოდ 228.25 ქულა ვარდება.

 

აქედან გამომდინარე უნდა ველოდოთ უხვქულიან შეხვედრას, შესაბამისად უპრიანი იქნება დავწეროთ ყველაზე შედეგიანი მეოთხედის 61.5 @ მეტი

 

ტრავმები:

მინესოტა - ნიკოლა პეკოვიჩი;

ფინიქსი - არავინ.

 

 

 

ჩიკაგო - დეტროიტი

ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ, საკუთარი მაყურებლების წინაშე რეაბილიტაციას შეეცდება ჩიკაგო. "ხარებს", ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან მხოლოდ ორი მოგება აქვთ აქტივში.  13 მოგებითა და 13 წაგებით, ისინი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-7 ადგილს იკავებენ.

 

რაც შეეხება დეტროიტს, მასაც მოგება სწყურია, გამომდინარე იქიდან, რომ ორი მატჩია ზედიზედ აგებს. პისტონსის კალათბურთელებს, ბოლო ხუთი გასვლიდან სამში გამარჯვება აქვთ მოპოვებული. 14 მოგების წილ 15 წაგებით, ისინი 2 ადგილით ჩამორჩებიან თავის მეტოქეს და ამავე კონფერენციის მე-9 ადგილს სჯერდებიან.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, ოთხში გამარჯვება დეტროიტს დარჩა. დეტროიტის ბოლო ხუთ გასვლაზე, საშუალოდ 197.4 ქულა ვარდება.  რაც შეეხება ჩიკაგოს საშინაო შეხვედრებს ეს მაჩვენებლი 194 ქულას შეადგენს.

გუნდების სათამაშო სტილიდან გამომდინარე, არ უნდა ველოდოთ განსაკუთრებულ სუპერშედეგიან შეხვედრას, შესაბამისად 200.5 @ ნაკლები

 

ტრავმები:

ჩიკაგო - მ. კარტერ-ვილიამსი;

დეტროიტი - რ. ბალოკი; ჰ. ელენსონი; ჯ. ლეუერი

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები