გიუნდოგანი:
Aa
Aa

გიუნდოგანი: "ჯერ ცოცხალი ვარ"

"მანჩესტერ სიტისა" და "არსენალის" გუშინდელ მატჩში, მასპინძელი ფეხბურთელები მოედანზე სპეციალური მაისურებით გამოვიდნენ, რომლის წინა მხარესაც მათი თანაგუნდელის, ილქაი გიუნდოგანის გვარი იყო გამოსახული. ასე კი, როგორც წესი მაშინ იქცევიან, როცა ადამიანი ამ ქვეყნიდან მიდის.

ამ ყველაფერზე სოციალურ სივრცეში ხუმრობები გაჩნდა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც ფეხბურთელის გარდაცვალება დაიჯერა.

მოგვიანებით თავად გიუნდოგანმა ხუმრობანარევი პოსტი დაწერა.

"ჯერ ცოცხალი ვარ". - მოკლედ გამოეხმაურა ფაქტს "სიტის" 26 წლის ნახევარმცველი. 

სინამდვილეში ვიცით, რომ "ქალაქელებმა" გერმანელს მხარდაჭერა მძიმე ტრავმის გამო გამოუცხადეს, რომელიც მას თამაშის საშუალებას სეზონის ბოლომდე არ მისცემს. 

 

მომზადებულია GOAL.COM-ის მიხედვით

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები