კობიაშვილი და რივალდო ერთად ითამაშებენ
Aa
Aa

კობიაშვილი და რივალდო ერთად ითამაშებენ

გაირკვა, რომ 25 მარტს ბერლინის "ოლიმპიაშტადიონზე" ბრაზილიელი ნახევარმცველის, მარსელინიოს გამოსათხოვარი მატჩი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და პარლამენტის წევრი, ლევან კობიაშვილიც მიიღებს. 

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ის ფეხბურთელები, რომლებმაც თავის დროზე მარსელინიოსთან ერთად ითამაშეს "ჰერტაში". ასევე, მისი თანამემამულეები და მეგობრები სხვა ქვეყნებიდან.

რივალდო, ევინ კურანი, ნალდო, ლინკოლნი, დედე, ჟორჟინიო, გრაფიტე, სარპეი - ეს და სხვა ფეხბურთელები ითამაშებენ მარსელინიოს მეგობართა გუნდში. ბოატენგი, ბენ-ჰატირა, ბაშთურქი, რამელოვი, დარდაი, სვერისონი, რემერი, ფრიდრიხი, ბობიჩი, ვან ბურიკი და სხვები დაიცავენ "ჰერტას" ღირსებას.

მარსელინიო ახლა 41 წლისაა. 2001-06 წლებში ის "ჰერტას" ერთ-ერთი ლიდერი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები