რაულ ალბიოლი:
Aa
Aa

რაულ ალბიოლი: "ხალხმა არ იცის კრიშტიანუ სინამდვილეში როგორია"...

მადრიდის "რეალის" ყოფილმა მცველმა, რაულ ალბიოლმა, რომელიც ამჟამად "ნაპოლიში" ასპარეზობს, იტალიელ ჟურნალისტებთან საინტერესო კომენტარი გააკეთა. 

"რა თქმა უნდა, "რეალთან" მატჩები ჩემთვის განსაკუთრებული იქნება, რადგანაც ამ გუნდში 4 შესანიშნავი წელი გავატარე და ეს პერიოდი ყოველთვის მემახსოვრება. "სამეფო კლუბის" მადლიერი ვარ - იქ ყოფნისას, როგორც ფეხბურთელი ძალიან გავიზარდე და ეს ჩემი მომავალი კარიერისათვის უმნიშვნელოვანესი იყო". 

"რაც შეეხება თქვენს კითხვას კრიშტიანუს შესახებ, ხალხმა არ იცის როგორია ის სინამდვილეში. მოედანს გარეთ ყოველთვის ცდილობს ნებისმიერ ადამიანს დაეხმაროს, განსაკუთრებით ბავშვებს. მას არაჩვეულებრივი თვისებები აქვს და საკუთარ თავზე ბევრს მუშაობს, კარგი იქნება თუ ყველას ეცოდინება როგორია ის სინამდვილეში". - განაცხადა 31 წლის ალბიოლმა. 

იგი "რეალის" ღირსებას 2009-2013 წლებში იცავდა და კლუბის მაისურით 100-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა. 

 

მომზადებულია AS.COM-ის მიხედვით

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები