ბაკა მოედანს უბრუნდება, მატი ფერნანდესი - ლაზარეთს
Aa
Aa

ბაკა მოედანს უბრუნდება, მატი ფერნანდესი - ლაზარეთს

3 კვირიანი პაუზის შემდეგ, "მილანის" კოლუმბიელი ფორვარდი, კარლოს ბაკა, მოედანს უბრუნდება. 

იგი ვინჩენცო მონტელამ "ატალანტასთან" მატჩისათვის განაცხადში შეიყვანა, თუმცა როგორც Gazetta dello Sport ვარაუდობს, ძირითადში კვლავ ჯანლუკა ლაპადულა იქნება და ბაკას სათადარიგოობის როლის მორგება მოუწევს. 

სამაგიეროდ, გადაწყდა, რომ დღევანდელ შეხვედრას ტრავმის გამო დააკლდება, "როსონერის" ჩილელი ნახევარმცველი მატი ფერნანდესი. 

იმავე გამოცემის თქმით, "ატალანტასთან" "შავ-წითელთა" შუა ხაზს კუცკა-ბერტოლაჩი-პაშალიჩის ტრიო შეადგენს. 

"როსონერი", ცხრილის მიხედვით, ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს, დღეს, 21:00 საათზე "სან სიროზე" უმასპინძლებს. 

 

მომზადებულია football-italia.net-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები