NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა
Aa
Aa

NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა

ტორონტო - ატლანტა

შესანიშნავ ფორმაში მყოფი ტორონტო, ფილადელფიასთან დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ატლანტას მიიღებს. მასპინძლებს ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან ოთხი მოგებული აქვთ. იგივე სტატისტიკაა უშუალოდ  „არწივებთანაც“. 18 მოგებით და 7 წაგებით, კანადელები აღმოსავლეთ კონფერენციის მე-2 ადგილზე იმყოფებიან.

 

სტუმრები არც თუ კარგი განწყობით ხვდებიან ამ მატჩს, გასულ ტურში გუნდმა „ორლანდოსთან“ მარცხი იწვნია. ატლანტამ ბოლო ხუთი გასვლითი შეხვედრიდან მხოლოდ ორში შეძლო გამარჯვების მოპოვება. ჰოუქსის კალათბურთელები 8 ადგილით ჩამორჩებიან ტორონტოს და ამავე კონფერენციის მე-10 ადილზე იმყოფებიან.

 

ტორონტო, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში 119.8 ქულას აგდებს, ატლანტა კი 112.2 ქულას უშვებს. ამ შეხვედრებში ტორონტომ ყველა ჯერზე მოახერხა და მერე მეოთხედებში თავისი ინდ. ტოტალის მეტობები დასვა   @ 26/27.5  >. ატლანტა კი ამ მაჩვენებლით „ხელს უწყობს“ - გასული მატჩებიდან ოთხში მიიღო საკუთარ ფარში აღნიშნულ ტოტალზე მეტი.

 

შესაბამისად ტორონტოს ინდ. ტოტალი მე-2 მეოთხედში @ 26.5 მეტი

 

 

 

ორლანდო - ბრუკლინი

ბოლო ტურში ორლანდომ შინ კლიპერსთან დასანანი მარცხი იწვნია. ამის გამოსწორება მასპინძლებს ამაღამ ბრუკლინთან შეეძლებათ. ორლანდოს ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრაა მოგებით არ გაუხარებია თავისი მაყურებელი. 11 მოგებით, ის აღმოსავლეთ კონფერენციის მე-12 ადგილზე იმყოფება.

 

რაც შეეხება ბრუკლინს, ბოლო ტურში ლეიკერსთან გამარჯვების შემდეგ, ისინი შეეცდებიან მოგებათა სერია გადააბან. ამის გაკეთება არ იქნება იოლი, რადგანაც სტუმრებს ბოლო ხუთივე გასვლა წაგებული აქვთ. ისინი 2 აადგილით ჩამორჩებიან თავის ვიზავის და მე-14 ადგილზე იმყოფებიან.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან , ოთხი მათგანი სათავისოდ დაასრულა ორლანდომ. უშუალოდ ბრუკლინთანაც სახლში, მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. ბრუკლინი ბოლო ხუთ გასვლით შეხვედრებში საშუალოდ 121.2 ქულას იღებს, რაც კატასტროფული შედეგია.

ვფიქრობთ, ამან ზეგავლენა უნდა მოახდინოს ამ მატჩზე და ვივარაუდოთ მასპინძლების გამარჯვება @ 1

 

 

ჩიკაგო - მილოუკი

ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, ჩიკაგო მილოუკის დამარცხებას შეეცდება. გუშინდელი მარცხის შემდეგ, რევანშის აღებას „ხარები“ მოუთმენლად ელოდებიან. ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, მათ სამი მოგება აქვთ. 13 მოგების წილ 12 წაგებით, ისინი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-6 ადგილს იკავებენ.

 

მილოუკიმ ბოლო ტურში შეძლო 3 მატჩიანი წაგებული სერიის დასრულება , მოუგო რა თავის დღევანდელ ვიზავს. ბაქსის კალათბურთელებს ბოლო ხუთი მატჩიდან , მხოლოდ ორში აქვთ მოპოვებული გამარჯვება. ისინი ორი ადგილით ჩამორჩებიან ჩიკაგოს და ამავე კონფერენციის მე-8 ადგილს იკავებენ.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან როცა მასპინძელი ჩიკაგო იყო, მასპინძლების სასარგებლოდ სამი მათგანი დასრულდა. ბოლო ხუთ გასვლით შეხვედრაში მილოუკი საშუალოდ 103.4 ქულას უშვებს, ხოლო ჩიკაგო 103 ქულას აგროვებს.

 

უპრიანი იქნება ვივარაუდოთ, რომ მასპინძები შეძლებენ რევანშის აღებას და გამარჯვებას.

ჩიკაგო @ 1

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები