გუარდიოლას
Aa
Aa

გუარდიოლას "ატლეტიკოს" ვარსკვლავის დამატება სურს!

"მანჩესტერ სიტის" მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გუარდიოლას, საკუთარ გუნდში მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველის, კოკეს ხილვა სურს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა "Marca" ავრცელებს.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, კატალონიელი სპეციალისტი ფეხბურთელის მიერ გამართულ, თითოეულ მატჩს ადევნებს თვალს და თვლის, რომ "სიტის" ნახევარდაცვის გასაძლიერებლად, კოკე იდეალური ვარიანტია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზაფხულში გუარდიოლა "ატლეტიკოს" ნახევარმცველის დამატებას უკვე ცდილობდა, თუმცა დიეგო სიმეონემ ფეხბურთელის გასხვისებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ვნახოთ, ამჯერად როგორ განვითარდება მოვლენები.

შეგახსენებთ, რომ კოკეს მის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე აქვს გაფორმებული. თუმცა ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელის დამატების შემთხვევაში, მსურველ კლუბს 150 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები