ოსკარი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა
Aa
Aa

ოსკარი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა

როგორც მოგეხსენებათ, „პრემიერლიგის“ გასულ ტურში ლონდონის „ჩელსი“ „არსენალს“ დაუპირისპირდა. მატჩის პირველ ტაიმში „ჩელსის“ ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი ოსკარი, „არსენალის“ მეკარეს, დავიდ ოსპინას შეეჯახა და მოედანი ნაადრევად დატოვა. მატჩის შემდეგ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოსკარი ტვინის შერყევით საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. თუმცა „არისტოკრატთა“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ფეხბურთელი მომდევნო შეხვედრისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.

„ოსკარმა საავადმყოფო მალევე დატოვა. მას სერიოზული არაფერი სჭირს. ოსკარმა დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა და „ლესტერთან“ გასამართი მატჩისთვის ის ჩემს განკარგულებაში იქნება“ - განაცხადა ჟოზე მოურინიომ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები