NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა
Aa
Aa

NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა

ფილადელფია - ტორონტო

ბევრისთვის მოულოდნელად ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ, ფილადელფია შინ ტორონტოს მიიღებს. მასპინძლებს ბოლო ხუთივე საშინაო შეხვედრა წაგებული აქვთ. 6 მოგებითა და 18 წაგებით, ისინი აღმოსავლეთ კონფერენციის ფსკერზე არიან.

კარგი განწყობით ხვდება აღნიშნულ მატჩს ტორონტო. კანადელებს მიჯრით სამი მოგება უმაგრებთ ზურგს. ამ სერიის შეწყვეტას ისინი ნამდვილად არ გეგმავენ. ბოლო ხუთი გასვლიდან, მათ სამი მოგება აქვთ აქტივში. განსხვავებით ფილადელფიისგან, ტორონტო ამავე კონფერენციის მე-2 ადგილს იკავებს.

გუნდების ბოლო ხუთივე ურთიერთშეხვედრა ტორონტოს გამარჯვებით დასრულდა. ფილადელფია ბოლო 5 საშინაო შეხვედრაში საშუალოდ 107 ქულას იღებს საკუთარ ქალაქში. იგივე რეზულტატს გამოირჩევა ბოლო შეხვედრაში ტორონტო, განსხვავებით ვიზავისგან ის ამდენს ყრის.

უპრიანი იქნება ვივარაუდოთ ტორონტოს ფორა 2  -5.5

 

 

სან ანტონიო - ბოსტონი

ბრუკლინის განადგურების შემდეგ, სან ანტობიო  ბოსტონის „მონელებას“ შეეცდება. ტეხასელებს ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან ოთხი სათავისოდ აქვთ დამთავრებული. 19 მოგებით და 5 წაგებით, მასპინძლები დასავლეთ კონფერენციის მე-2 ადგილს იკავებენ.

რაც შეეხება ბოსტონს, გუნდმა ზედიზედ ორი მარცხი იწვნია და ამ სერიის შეწყვეტა სან ანტონიოსთან ნამდვილად შთამბეჭდავი იქნება. ბოლო ხუთი გასვლიდან სტუმრებს, სამი მოგება და 2 წაგება აქვთ. 13 მოგების წილ 11 წაგებით, ისინი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-5 ადგილს იკავებენ.

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, ოთხში გამარჯვება სან ანტონიოს დარჩა. სან ანტონიო ბოლო შეხვედრებში საშუალოდ 102 ქულას აგროვებს როცა ბოსტონი სტუმრად 100.3 ქულას უშვებს.

წესით, მასპინძლებს გამარჯვება არ უნდა გაუჭირდეთ და  ლოგიკურ 1-ს დავჯერდეთ.

 

მემფისი - კლივლენდი

გასულ ღამეს განცდილი მარცხის შემდეგ, რევანშის აღებას შეეცდება მემფისი. გუნდების წინა შეხვედრა კლივლენდის გაამრჯვებით დამთავრდა 86:103.  მემფისი სახლში ძალიან კარგად ასპარეზობს, მოგებული აქვს რა ბოლო ხუთივე საშინაო შეხვედრა ( მათ შორის გოლდენ სტეიტთან ). 17 მოგებით, მასპინძლები დასავლეთ კონფერენციის მე-5 ადგილს იკავებენ.

რაც შეეხება კლივლენდს, ისინი კარგი განწყობით ხვდებიან აღნიშნულ მატჩს. ამის მიზეზი, კავალიერსის მიერ  მიჯრით მოგებული ხუთი მოგებაა. გასვლაზე მათ ხუთიდან სამში სძლიეს თავის მეტოქეს. 18 მოგებით და 5 წაგებით, ლებრონი და კამპანია აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

გუნდების ბოლო 5 ურთიერთშეხვედრიდან, 3 ში გაამრჯვება კლივლენდს, ხოლო ორში მემფისს დარჩა.  მემფისი ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში საშუალოდ მხოლოდ 92 ქულას იღებს. კლივლენდი კი ბოლო ხუთ გასვლაზე საშუალოდ 108.6 ქულას იღებს თავის კალათში. ამ მატჩში კლივლენდი უდიდესი დანაკლისით ხვდება - პარკეტზე არ იქნება კავალიერსის არც ერთი წამყავნი ლიდერი - ლებრონ ჯეიმსი, კაირი ირვინგი, კევინ ლავი. მწვრთნელმა მათი დასვენება გადაწყვიტა.

ამრიგად, ზემოჩამოთვლილი მიზეზების გამო, ვივარაუდოთ მემფისი საშინაო გამარჯვება 1

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები