Tuttosport:
Aa
Aa

Tuttosport: "იუვენტუსი" ნზონზის 30 მილიონად შეიძენს!

ტურინული გამოცემის Tuttosport-ის კულუარული ინფორმაციით, "იუვენტუსი" სტივენ ნზონზის 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმებს. 

როგორც ირკვევა, ტურინელებმა ფეხბურთელთან და მის კლუბთან ტრანსფერი უკვე შეათანხმეს.

არსებული პირობების თანახმად, "იუვე" ზამთარში სევილიელთა ანგარიშზე 15 მილიონ ევროს გადარიცხავს, ხოლო დარჩენილ 15 მილიონს მომავალ ზაფხულს გადაიხდის და 27 წლის ტანმაღალი შუახაზელიც (28-ის ხვალ გახდება) "იუვენტუს სთედიუმზე" ამის შემდეგ გადაბარგდება. 

აღნიშნული ცნობა, მოგვიანებით მეორე იტალიურმა სააგენტო Corrierre dello Sport-მაც დაადასტურა. 

 

მომზადებულია football-italia.net-ის მიხედვით

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები