ედენ აზარი „პრემიერლიგის“ საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
Aa
Aa

ედენ აზარი „პრემიერლიგის“ საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

მიუხედავად იმისა, რომ „პრემიერლიგის“ დასრულებამდე ჯერ კიდევ 4 ტურია დარჩენილი, ფეხბურთელთა ასოციაციამ ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე დაასახელა. ეს პრიზი ლონდონის „ჩელსის“ ბელგიელ შემტევს, ედენ აზარს ერგო.

სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდება კი „ტოტენჰემის“ თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა მოიპოვა.

„პრემიერლიგის“ საუკეთესო გუნდი კი შემდეგნაირად გამოიყურება:

 

მეკარე: დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი).

მცველები: გარი კეჰილი (ჩელსი), ჯონ ტერი (ჩელსი), ბრანისლავ ივანოვიჩი (ჩელსი), რაიან ბერტრანი (საუთჰემპტონი).

ნახევარმცველები: ფელიპე კოუტინიო (ლივერპული), ალექსის სანჩესი (არსენალი), ნემანია მატიჩი(ჩელსი), ედენ აზარი (ჩელსი).

თავდამსხმელები: დიეგო კოშტა (ჩელსი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები