Aa
Aa

"მორჩა, წადით სახლში... მაგრამ სახლში ხართ ისედაც"... - "სკუადრა აძურა" 2006

2006 წლის მაისში, იტალია მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა საფეხბურთო სკანდალმა მოიცვა, რომელიც გარიგებულ თამაშებს უკავშირდებოდა და ისტორიაში "კალჩოპოლის" სახელით შევიდა.

მასში სულ 5 კლუბი იყო გარეული, აქედან 4 ისეთი, რომელთა ფეხბურთელებიც ნაკრების ბირთვს შეადგენდნენ... "იუვენტუსი", "მილანი", "ლაციო", "ფიორენტინა" და "რეჯინა". რა თქმა უნდა, საქმეში ფეხბურთელებიც ფიგურირებდნენ...

სწორედ ამ უარყოფით ფონზე ჩავიდა ბერლინში "სკუადრა აძურა", რომელსაც თურმე კიდევ ერთი დიდი და ალბათ ცოტა უჩვეულო ამბავი უნდა დაეწერა.

ტურნირის პირველ შეხვედრაში მარჩელო ლიპის ბიჭებმა განის ნაკრებს, "კლასნად" 2:0 მოუგეს, შემდეგ 1:1 აშშ-სთან და ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ასევე 2:0 ჩეხეთთან - 7 ქულა და ჯგუფში პირველი ადგილი.

1/8 ფინალში მეტოქე გუუს ჰიდინკის ავსტრალიის ნაკრები იყო, რომელსაც 95- წუთზე ფაბიო გროსოს მოპოვებული და ფრანჩესკო ტოტის გოლად გარდასახული პენალტით 1:0 აჯობეს.

1/4 ფინალი და ძალიან მარტივად, 3:0-ზე დამარცხებული ანდრეი შევჩენკოს უკრაინის ნაკრები. ჯანლუკა ძამბროტას ადრეული გოლის შემდეგ, ტურნირზე თავისთვის პირველი და უკანასკნელი გოლები იმ სეზონის სერია - საუკეთესო ბომბარდირმა, ლუკა ტონიმ შეაგდო, რომელმაც "ლეგა კალჩოს" ის გათამაშება 31 გოლით დაასრულა, ხოლო უკრაინელებთან გატანილი 2 გოლი, მსოფლიო ჩემპიონატებზე, კარიერულად მისი მაქსიმუმი აღმოჩნდა.

1/2 ფინალი - გიჟურად დამატებით დროში გათიშული მასპინძელი გერმანიის ნაკრები, რომელსაც 0:0-ზე პირველი ტყვია, ფაბიო გროსომ 119- წუთზე დააჭედა, რასაც ორიოდ წუთში "დელიკამ" მეორეც მიაყოლა და 2:0 - მსოფლიო ჩემპიონატის ქვეყეყანაში სრული სიჩუმეა. გერმანელებს ბევრი სიარული არ დასჭირვებიათ, ისინი სახლში, მარტივი მიზეზის გამო, იოლად წავიდნენ... 

ფინალში მოსაყოლი ბევრი არაფერია, თუნდაც იმიტომ, რომ ზინედინ ზიდანის კარიერის ბოლო მატჩი ყველას კარგად ახსოვს... თუ არ ახსოვს იცის, ან შემდეგ მაინც უნახავს... მალუდას წაქცევა, ზიდანის "პაცეჩკით" 1:0, მატერაცის თავურით 1:1, ზიდანის თავურით, ისევ 1:1, მაგრამ... ბოლო სიტყვები დავიდ ტერზეგეს "მეგობარმა" ხარიხამ და ფაბიო გროსოს ცაციამ თქვეს...

 

ირაკლი ფოფხაძე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები