რეგისტრაცია
პოგბა პოგბას წინააღმდეგ - ძმები ერთმანეთს კენჭისყრამაც შეახვედრა...

"ევროპის ლიგის" 1/16 ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედის" მეტოქე ფრანგული "სენტ ეტიენი" იქნება. 

ეს კი ნიშნავს, რომ ერთმანეთის პირისპირ ძმები, პოლ და ფლორენტინ პოგბა ითამაშებენ. 

26 წლის ფლორენტინი "სენტ ეტიენის" ძირითადში ხშირად ხვდება. იგი სუდანის ეროვნულ ნაკრებში თამაშობს. 

ბოლო 25 წლის მანძილზე ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული ძმები, გარი და ფილ ნევილები, ფრანკ და რონალდ დე ბურები, კევინ-პრინს და ჟერომ ბოატენგები და გრანიტ და ტოლენტ ჯაკები არიან. 


მოიწონე სტატია
გაუზიარე სტატია მეგობარს

კომენტარები
დამალვა

პრემიერლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
სერია-ა
ლიგა 1