Aa
Aa

"როგორ დასრულდა ფინალი"? - "შაპეკოენსეს" ფეხბურთელი კომიდან გამოვიდა

"როგორ დასრულდა ფინალი?" - ეს იყო კომიდან გამოსული შაპეკოენსეს ფეხბურთელის პირველი სიტყვები. 31 წლის მცველი ჰელიო ნეტო 29 ნოემბერს მომხდარ ავიაკატასტროფას გადაურჩა, თუმცა აქამდე უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ნეტოს ტრაგედიის შესახებ არაფერი ახსოვს და მის მიერ დასმულ კითხვაზე ჯერჯერობით პასუხი არ მიუღია, რადგანაც ექიმები ფიქრობენ, რომ ტრაგედიის შესახებ მიწოდებულმა ინფორმაციამ შეიძლება ხელი შეუშალოს ფეხბურთელის გამოჯანმრთელებას.

"მას არაფერი ახსოვს მომხდარი ტრაგედიის შესახებ. ფსიქოლოგის რეკომენდაციით ნეტოს არაფერი ვუთხარით, რადგან ეს იქნებოდა შოკი, რასაც შეეძლო ხელი შეეშალა მისი გამოჯანმრთელებისთვის," - აცხადებს ექიმი.

ნეტოს მამის თქმით კი მისი შვილი ფეხბურთის თამაშს კვლავ შეძლებს.

"ჩემი შვილი მდგომარეობა ყოველდღე უმჯობესდება. მას ფეხზე ოპერაცია გაუკეთეს და ექიმები მაიმედებენ, რომ ის ფეხბურთის თამაშს კვლავ შეძლებს,"- აცხადებს ფეხბურთელის მამა.

შეგახსენებთ, რომ კოლუმბიაში მომხდარ ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი 81 ადამიანიდან 76 ემსხვერპლა, მათ შორის საფეხბურთო კლუბ შაპაკოენსეს 25 წევრი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები