რეგისტრაცია
გვარდიოლა: "ფეხბურთელებზე გაბრაზებული არ ვარ"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, "ლესტერთან" მარცხის შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. 

"ორთაბრძოლები და "მეორე ბურთზე" თამაში, ინგლისში ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა მე არ გავწვრთნი გუნდს, რომლის მიზანიც მეტოქისთვის ხელის შეშლა და მხოლოდ ორთაბრძოლების მოგება იქნება. ჩემი მიზანია, ბიჭებმა მომენტები შექმნან და ლამაზი ფეხბურთი აჩვენონ". 

"ფეხბურთელებზე გაბრაზებული არ ვარ, მათ კარგად იციან, რომ ბევრი შეცდომა დაუშვეს და სამართლიანად დამარცხდნენ. მუშაობას ერთად გავაგრძელებთ და სიტუაციის გამოსწორებას ვეცდებით". - დასძინა "პეპმა". 

პრემიერ ლიგის მე-15 ტურში "სიტის" მოქმედ ჩემპიო "ლესტერთან" 2:4 დამარცხდა. "ქალაქელებმა" 3 გოლი პირველ 20 წუთში გაუშვეს, რაც მათ ისტორიაში 2003 წლის შემდეგ არ მომხდარა. 


მოიწონე სტატია
გაუზიარე სტატია მეგობარს

კომენტარები
დამალვა

პრემიერლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
სერია-ა
ლიგა 1