Aa
Aa

"შაპეკოენსეს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!

ბრაზილიური "შაპეკოენსეს" ახალი მთავარი მწვრთნელი ვაგნერ მანჩინი გახდა.

ნოემბრის ბოლოს მომხდარმა ავიაკატასტროფამ შაპეკოელთა თითქმის მთელი გუნდი, მათ შორის მისი თავკაცი, კაიო ჟუნიორი იმსხვერპლა. 

ჟუნიორის შემცვლელ ვაგნერ მანჩინის სხვადასხვა დროს "გრემიოში", "სანტოსში", "კრუზეიროში", "ვასკოსა" და "ბოტაფოგოში" უმუშავია.

ცნობილია, რომ "შაპეკოენსე" უარს ამბობს ბრაზილიის ბოლო ტურში "ატლეტიკო მინეიროსთან" თამაშზე, რომელიც კვირის ბოლოს უნდა ჩატარებულიყო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები