Aa
Aa

"ჩემპიონთა ლიგაზე" ცვლილებების განხორციელების ზუსტი დრო ცნობილია

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ, "უეფამ" მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ოთხი წამყვანი ჩემპიონატის ტოპ ოთხი გუნდი, ყოველგვარი შესარჩევი ეტაპის გარეშე ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. დღეს კი გავრცელდა ოფიციალურ განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ აღნიშნული ცვლილებები ძალაში ოფიციალურად 2018-19 წლის სეზონიდან შევა..

რაც შეეხება მეორე ცვლილებას, იგი თამაშების დაწყების დროს ეხება. თუ აქამდე "ჩემპიონთა ლიგის" მატჩები თბილისის დროით 22:45 ან 23:45 სთ-ზე იწყებოდა, 2018 წლიდან ორი შეხვედრა  ჩვენი დროით 21:00 საათზე აიღებს სტარტს, ექვსი მატჩი კი 23:00 საათზე გაიმართება. ევროპაში დროის გადაწევის შემდეგ კი, შესაბამისად ეს დრო 22:00 სთ-ზე და 00:00 სთ-მდე გადაიწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები