ზიდანი იტალიელებს უფრთხის...
Aa
Aa

ზიდანი იტალიელებს უფრთხის...

როგორც მოგეხსენებათ, ქვეჯგუფში მადრიდის "რეალმა" მეორე პოზიცია დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ მერვედფინალში გუნდი გაცილებით ძლიერ მეტოქეს დაუპრისპირდება. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, კომენტარი მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმაც გააკეთა და ის მოწინააღმდეგე დაასახელა, რომელთან დაპირისპირებასაც იგი ყველაზე მეტად არიდებს თავს.

"მერვედფინალში ადვილი მეტოქე არ არსებობს. მითუმეტეს, რომ დღევანდელ ფეხბურთში გუნდების დონე მაქსიმალურად გათანაბრდა და პრობლემებს ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ თამაშისას წააწყდები.

მიუხედავად ამისა, მხოლოდ ერთ მოწინააღმდეგეს გამოვარჩევდი, რომელთან დაპირისპირებასაც ტურნირის ამ სტადიაზე თავს ავარიდებდი.. ასეთი მხოლოდ ტურინის "იუვენტუსია", თუმცა ჩვენ რათქმაუნდა ვერაფერს ვიზამთ. ყველაფერს კენჭისყრ გადაწყვეტს.

მასიმილიანო ალეგრის ძალიან ძლიერი გუნდი ყავს, რომელთა რიგებშიც ისეთი ფეხბურთელები ასპარეზობენ როგორებიც გონსალო იგუაინი, პაულო დიბალა, კლაუდიო მარკიზიო, ლეონარდო ბონუჩი და ჯიჯი ბუფონი არიან. "იუვენტუსი" უმაღლესი დონის პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული, თუმცა მათ ჩემს ფეხბურთელებს ვერ შევადარებ. იტალიელებს თავისი ძლიერი მხარეები გააჩნიათ, ჩვენ კი ჩვენი" - განაცხადა ზინედინ ზიდანმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები