მადრიდის
Aa
Aa

მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელები ციხეში?

რამდენიმე საათის წინ, ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა L'Equipe"-მ, შოკისმომგვრელი ინფორმაცია გაავრცელა.

საქმე მადრიდის "რეალის" ყოფილ ფეხბურთელებს, ანხელ დი მარიას, ხაბი ალონსოსა და რიკარდო კარვალიოს ეხებათ, რომელთა წინააღმდეგაც მადრიდის პროკურატურამ საქმე აღძრა..

როგორც ირკვევა, ხსენებულ მოთამაშეებს ესპანური მხარე, გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით ედავება, რომელიც მათი "რეალში" ასპარეზობის დროს ხდებოდა.

ჯერ-ჯერობით ძნელად სავარაუდოა, თუ რა განვითარებას პოვებს მოვლენები, თუმცა სავსებით შესაძლებელია, რომ დი მარიას, ალონსოსა და კარვალიოს სერიოზული პრობლემები შეექმნათ.

შეგახსენებთ, რომ გამოძიებამ იგივე ბრალდება წაუყენა მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილ და "მონაკოს" ამჟამინდელ თავდამსხმელ, რადამელ ფალკაოსაც...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები