კარლოსმა
Aa
Aa

კარლოსმა "რეალის" მეტოქედ "მონაკო" ისურვა..

მადრიდის "რეალის" ყოფილმა მცველმა, რობერტო კარლოსმა "ჩემპიონთა ლიგის" განვლილი ჯგუფური ეტაპი შეაფასა, ხოლო საუბრის მიწურულს, ბრაზილიელმა ის გუნდი დაასახელა, რომელსაც ის მერვედფინალში მადრიდის "რეალის" მეტოქედ ისურვებდა.

"იმ შემთხვევაში, თუ "რეალი" თებერვალშიც ასეთ ფორმაში იქნება, მაშინ "სამეფო გუნდს" არცერთი მეტოქის დამარცხება არ გაუჭირდება. მიუხედავად ამისა, მადრიდელთა მოწინააღმდეგედ "მონაკოს" ვისურვებდი. ვფიქრობ, რომ ფრანგებთან ზიდანის ფეხბურთელებს თამაში ყველაზე მეტად გაუადვილდებათ" - განაცხადა რობერტო კარლოსმა.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ  ეტაპზე მადრიდის "რეალმა" 12 ქულა დააგროვა და მეორე ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები