Aa
Aa

"ჩემპიონთა ლიგის" ჯგუფური ეტაპის სიმბოლური ნაკრები

სააგენტო goal.com-მა "ჩემპიონთა ლიგის" ჯგუფური ეტაპის სიმბოლური ნაკრები შეადგინა და თითოეულ ფეხბურთელზე სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემებიც შემოგვთავაზა. 

 

იან ობლაკი (ატლეტიკო) - 6 თამაშიდან 4-ში გოლი არ გაუშვა. სულ მის კარში ზუსტად 19-ჯერ დაარტყეს, რომელთაგანაც ობლაკმა 17 მოიგერია.

დანი ალვეში (იუვენტუსი) - თანაგუნდელებს შეუქმნა 14 საგოლე შანსი და ამ მაჩვენებლით მცველებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.

ზანკა (კოპენჰაგენი) - მეტოქის შეტევები 62-ჯერ ჩაშალა, რაც ერთი ფეხბურთელისათვის ძალიან მაღალი მაჩვენებელია. უკვე ითქვა ისიც, რომ „კოპენჰაგენმა“ ჯგუფური ეტაპის 4 მატჩი გაშვებული გოლის გარეშე დაასრულა, ხოლო მთლიანობაში მხოლოდ 2 ბურთი გაუშვა. დანიელთა ცენტრალურმა მცველმა 2 გოლი გაიტანა - სულ მისმა გუნდმა 7 ბურთი შეაგდო.

რაფაელ ვარანი (რეალი) - იგი ზანკასთან („კოპენჰაგენი“) და ბერნატთან („ბაიერნი“) ერთად, სამი მცველიდან ერთ-ერთია, ვის ანგარიშზეც ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე 2 გოლია. მოიგო ორთაბრძოლების 73%. მის მიერ გაკეთებული პასების 88% ზუსტი იყო.

ლუდვიგ აუგუსტინსონი (კოპენჰაგენი) - მისმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის 4 მატჩი გაშვებული გოლის გარეშე დაასრულა, ხოლო მთლიანობაში მხოლოდ 2 ბურთი გაუშვა. თავად აუგუსტინსონმა 3 საგოლე პასი ჩაიწერა და თავდამსხმელების მისამართით საჯარიმოში 17 მწვავე პასი გააკეთა (იგულისხმება ე.წ. „შექმნილი საგოლე შანსები“).

სტივენ ნზონზი (სევილია) - ჯამში 459 ზუსტი გადაცემა გააკეთა და ამ მხრივ მხოლოდ მარკო ვერატის ჩამორჩა. ამ პასებიდან 288, მეტოქის ნახევარზე შეასრულა.

დანილო პერეირა (პორტუ) - პასების 90%-იანი სიზუსტე ჰქონდა. მეტოქის ნახევარზე გაკეთებული გადაცემების 84% თანაგუნდელებს მიუვიდათ. მისი ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ორთაბრძოლებში ძლიერი თამაშია.

მესუთ იოზილი (არსენალი) – „ჩემპიონთა ლიგაზე“ უკვე 4 გოლი შეაგდო. აქამდე ამ ტურნირზე ერთ სეზონში 3-ზე მეტი ბურთი გატანილი არ ჰქონდა. გარდა ამისა, 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. დავამატოთ ისიც, რომ იოზილს „ჩემპიონთა ლიგაზე“ ჯამში 23 საგოლე პასი აქვს გაკეთებული და მხოლოდ მესისა (24) და რონალდუს (26) ჩამორჩება.

ლიონელ მესი (ბარსელონა) - არგენტინელს 10 გოლი აქვს გატანილი და ჯგუფური ეტაპის რეკორდამდე 1 ბურთი დააკლდა. ამ მხრივ გამორჩეული რონალდუა, ვინც გასული წელს „ჩემპიონთა ლიგის“ საწყის 6 მატჩში 11 გოლი შეაგდო. "ბარსას" ლიდერმა მეტოქეთა კარში ზუსტად 13-ჯერ დაარტყა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.

ალექსის სანჩესი (არსენალი) - ჩილელმა „არსენალის“ 5 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა (2 გოლი + 3 ასისტი). შექმნილი საგოლე მომენტებით საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო - მან 14 საგოლე ეპიზოდი შექმნა.

კარიმ ბენზემა (რეალი) - გაიტანა 4 გოლი და მეტოქეთა კარში ზუსტად 11-ჯერ დაარტყა, რაც მეორე მაჩვენებელია. ყველაზე მეტი, 13 ზუსტი დარტყმა, მესიმ შეასრულა. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები