კასილიასის კიდევ ერთი უნიკალური მაჩვენებელი
Aa
Aa

კასილიასის კიდევ ერთი უნიკალური მაჩვენებელი "ჩემპიონთა ლიგაზე"...

"პორტუს" ესპანელი მეკარე, იკერ კასილიასი, "ჩემპიონთა ლიგის" ფლეი-ოფის სტადიაზე მეჩვიდმეტედ ითამაშებს. ეს მაჩვენებელი აქამდე, არცერთ სხვა ფეხბურთელს არ ჰქონია. 

იკერმა ბოლო ტურში "ლესტერის" 5:0-ზე განადგურების შემდეგ, "პორტუსთან" ერთად ფლეი-ოფში პირველად გააღწია. 

35 წლის ლეგენდამ გუშინ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა და "ჩემპიონთა ლიგის" ეგიდით 97-ე მატჩში შეძლო გამარჯვების მოპოვება. 

მან "ლესტერთან" ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, თავისი 163-ე მატჩი ჩაატარა, რაც ასევე რეკორდია.

მეორე ადგილზე 151 თამაშით "ბარსელონას" ლეგენდა ხავია, ხოლო მესამეზე კასილიასის ყოფილი თანაგუნდელი რაული - 142. 

მოქმედ ფეხბურთელთაგან იკერთან ყველაზე ახლოს, 134 შეხვედრით, კრიშტიანუ რონალდუა. 

 

მომზადებულია UEFA.COM-ის მიხედვით

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები