Aa
Aa

"რეალი" ამ რეკორდით ესპანეთში მეორეა, წინ "ბარსელონაა"...

მადრიდის "რეალს" 34 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, თუმცა ესპანურ კლუბებს შორის, აღნიშნული მაჩვენებელი საუკეთესო არაა. 

გასულ სეზონში ლუის ენრიკეს "ბარსელონამ" ზედიზედ 39 თამაში არ წააგო და "სამეფო კლუბის" მიზანიც სწორედ ამ მიღწევის დაჩრდილვა იქნება. 

"ბლაუგრანა" 2015 წლის 3 ოქტომბრიდან, 2016 წლის 2 აპრილამდე არ აგებდა, სანამ "ნოუ კამპზე" იმავე "რეალთან" 1:2-ზე არ დამარცხდა. 

მადრიდელები მომავალ უქმეებზე "დეპორტივოს" ხვდებიან, რის შემდეგაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გაემგზავრებიან და ნებისმიერ შემთხვევაში იმ ტურნირზე 2 შეხვედრას ჩაატარებენ, ხოლო შემდეგ "გრანადას", "სევილიას" (სტუმრად), "მალაგასა" და "სოსიედადს" დაუპირისპირდებიან. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები