ზიდანმა ისტორიული რეკორდი გაიმეორა!
Aa
Aa

ზიდანმა ისტორიული რეკორდი გაიმეორა!

"რეალის" თავკაცმა ზინედინ ზიდანმა, კლუბის ისტორიაში თავისი სახელი კიდევ ერთი კუთხით ჩაწერა. 

მისი ხელმძღვანელობით "სამეფო კლუბი" უკვე 34 ოფიციალური მატჩია არ აგებს, რაც ლეო ბეენჰაკერის 1988-1989 წელს დამყარებული რეკორდის გამეორებაა. 

ლეგენდარული ჰოლანდიელის თავოსნობით, მადრიდული გრანდი 1988 წლის 2 ოქტომბრიდან, მომავალი წლის 9 აპრილამდე არ მარცხდებოდა. 

ხოლო "ზიზუს" გუნდმა 6 აპრილს "ვოლფსბურგთან" მატჩის შემდეგ არ იცის მარცხის სიმწარე. 

მომავალ უქმეებზე "რეალი" საკუთარ მოედანზე "დეპორტივოს" მასპინძლობს და დიდი ალბათობით, "ბლანკოსის" დამრიგებელი რეკორდს გააუმჯობესებს და მისი ერთადერთი მფლობელი გახდება. 

 

მომზადებულია AS.COM-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები