მამუკა გორგოძის სამაგალითო საქციელი
Aa
Aa

მამუკა გორგოძის სამაგალითო საქციელი

"ტოპ-14"-ის მორიგ ტურში მამუკა გორგოძის "ტულონმა", "ბორდო" 37:10 დაამარცხა.

აღნიშნული მატჩის 22-ე წუთზე, "ბორდოს" ზელანდიელი მესამეხაზელი, ლუკ ბრეიდი, წაქცეულ გორგოძის სახეზე ფეხის დაბიჯებისთვის გააძევეს, რისთვისაც დისკვალიფიკაციაც მიუსაჯეს და როგორც ირკვევა, შესაძლოა სასჯელი კიდევ უფრო დაუმძიმონ.

ამ ყველაფერზე კომენტარი თავად გორგოძემაც გააკეთა და ბრეიდი დაიცვა.

"ყველამ კარგად იცის, რომ გაფორმება არ მიყვარს, მაგრამ იმ მომენტში მართლა უდიდეს ტკივილს განვიცდიდი. მჯერა, რომ ლუკს ეს განზრახ არ გაუკეთებია და იმედია ის ზედმეტად მკაცრად არ დაისჯება". - განუცხადა ერთ-ერთ ფრანგულ გამოცემას ქართველმა მორაგბემ. 

 

მომზადებულია lequipe.fr-ის მიხედვით

 

ცხელი ამბები