ობამეიანგის
Aa
Aa

ობამეიანგის "რეალში" ტრანსფერი გადაწყვეტილია?

"დორტმუნდის" გოლეადორის პიერ-ემერიკ ობამეიანგის დედამ, მარგარიტა კრესპომ, მის შვილზე ისაუბრა და საგულისხმო კულუარული ამბავიც გაახმოვანა. 

მისი თქმით, ობამეიანგი საკუთარ ბაბუას დაპირდა, რომ მადრიდის "რეალში" აუცილებლად ითამაშებს.

"პიერი ბაბუას დაპირდა, რომ მის საყვარელი გუნდში აუცილებლად ითამაშებს. ეს კლუბი კი, რეალია, რომელზეც ბაბუამ თქვა, რომ იქამდე არ წავა "სანტიაგო ბერნაბეუზე" თამაშის სანახავად, სანამ მისი შვილიშვილი ამ სტადიონზე "რეალის" მაისურით არ გამოვა". 

"სხვათა შორის, ჩვენ ოჯახში "რეალზე" ხშირად ვსაუბრობთ და პრაქტიკულად არასდროს "ბარსელონაზე. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ჩვენთან თითქმის ყველა "სამეფო კლუბის" გულშემატკივარია". - განაცხადა ფეხბურთელის დედამ. 

27 წლის ობამეიანგს, რომელსაც ბოლო დროს მადრიდულ გრანდთან სულ უფრო ხშირად აკავშირებენ, "დორტმუნდთან" კონტრაქტის ვადა 2020 წლის ზაფხულში ეწურება. 

 

მომზადებულია AS.COM-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები