ჯოკოვიჩი ბეკერს დაემშვიდობა
Aa
Aa

ჯოკოვიჩი ბეკერს დაემშვიდობა

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, ბორის ბეკერთან 3 წლიანი თანამშრომლობა შეწყვიტა. 

"მინდა ბორისს მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის, საჭირო რჩევებისა და მხარდაჭერისათვის. მასთან ერთად მუშაობა დიდი პატივი იყო". - ეს ჯოკოვიჩის კომენტარია. 

ამ თემაზე თავად ლეგენდარულმა გერმანელმაც ისაუბრა. 

"3 წლის წინ რომ გეთქვათ, ჩვენ ერთად 6 დიდი სლემის ტურნირს მოვიგებდით და ამ ხნის მანძილზე ნოვაკი დომინანტი ჩოგბურთელი იქნებოდა, ალბათ არ დაგიჯერებდით. ამიტომაც, მასთან თანამშრომლობით მოხარული ვარ". - დასძინა "გრანდ სლემების" 6 გზის ჩემპიონმა ბეკერმა. 

ამიერიდან, ჯოკოვიჩი მომზადებას მხოლოდ მარიან ვაიდასთან ერთად გააგრძელებს, რომელიც "ნოლეს" გუნდში 2006 წლიდანაა. 

 

მომზადებულია bbc.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები