ბუფონი:
Aa
Aa

ბუფონი: "ჩემპიონთა ლიგის" გარეშეც სრულყოფილი ტიტულატურა მაქვს"!

ტურინის "იუვენტუსის" მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი, Fox Sports-თან თავის კარიერასა და ვერ მოგებულ "ჩემპიონთა ლიგაზე" საუბრობს. 

"ბევრი მეკითხება "ჩემპიონთა ლიგის" შესახებ, რომელიც არასდროს მომიგია. არ ვფიქრობ, რომ ამ ტიტულის გარეშე კარიერის დასრულების გამო, ჩემი საფეხბურთო წლებით უკმაყოფილო ვიქნები". 

"რა თქმა უნდა, მინდა რომ ეს გავაკეთო, თუმცა ყოველთვის ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ეს ჩვენ გვსურს. ყოველი სეზონის წინ, როგორც დიდი კლუბი, "იუვენტუსი" მიზნად "ჩემპიონთა ლიგაზე" წარმატებას ისახავს და ამისთვის ძალებს არ იშურებს". - აცხადებს 38 წლის ბუფონი. 

შეგახსენებთ, რომ "ჯიჯის" "ჩემპიონთა ლიგის" 2 ფინალი აქვს წაგებული - 2003 წელს პენალტებით "მილანთან", ხოლო 2015-ში - 1:3 "ბარსელონასთან". 

ვთქვათ ბარემ ისიც, რომ "იუვენტუსი" დღეს საკუთარ არენაზე ზაგრების "დინამოს" დამარცხებით, ჯგუფურ ეტაპს პირველ ადგილზე დაასრულებს. 

 

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები