Aa
Aa

"ბარსელონამ" ჯგუფური ეტაპების რეკორდი გაიმეორა

"ბარსელონამ" "ჩემპიონთა ლიგის" მიმდინარე სეზონის ჯგუფური ეტაპი 20 გატანილი გოლით დაასრულა, რაც ამ ტურნირების ისტორიაში ჯგუფური ეტაპის გათვალისწინებით საუკეთესო მაჩვენებელთაგანია. 

კატალონიური კლუბი რეკორდის თანაავტორი გახდა - 1998-1999 წლების სეზონში საწყის 6 თამაშში 20 ბურთი "მანჩესტერ იუნაიტედმა" შეაგდო, 2011-2012 წლებში იმავე "ბარსამ", ხოლო 2013-2014 წლებში - მადრიდის "რეალმა". 

თუმცა შესაძლოა აღნიშნული რეკორდი დღევანდელი სათამაშო დღის შემდეგ სამივე კლუბს ჩამოერთვას.

საამისოდ საჭიროა, "დორტმუნდმა", რომელსაც ამ წუთისათვის "ჩემპიონთა ლიგაზე" 19 გოლი აქვს გატანილი, მადრიდის "რეალის" კარი, "სანტიაგო ბერნაბეუზე", 2-ჯერ აიღოს, რაც რთული იქნება, თუმცა არა შეუძლებელი... 

 

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები