საქართველოს ნაკრები იანვარში ამხანაგურ მატჩს ითამაშებს
Aa
Aa

საქართველოს ნაკრები იანვარში ამხანაგურ მატჩს ითამაშებს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2017 წლის 23 იანვარს, უზბეკეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს დუბაიში ჩაატარებს. 

ამხანაგური შეხვედრა მსოფლიოს 2018 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ 23 იანვარი ფიფას კალენდარში ოფიციალურ თარიღად არ არის შეტანილი.

სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, ეროვნული ნაკრები ძირითადად საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მოთამაშეებითა და იმ ლეგიონერებით დაკომპლექტდება, რომლებსაც ნაკრებში თამაშის ნაკლები გამოცდილება აქვთ.

შეგახსენებთ,რომ საქართველოს ნაკრები, 2017 წლის პირველ ოფიციალურ თამაშს 24 მარტს, თბილისში, სერბეთის წინააღმდეგ გამართავს.

 

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები