ჯერარდის 15 წლის ბიძაშვილმა ისტორიული რეკორდი დაამყარა!
Aa
Aa

ჯერარდის 15 წლის ბიძაშვილმა ისტორიული რეკორდი დაამყარა!

სტივენ ჯერარდის 15 წლის ბიძაშვილმა, ბობი დანკანმა, ბრაზილიის 16 წლამდე ნაკრებთან შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა, რითაც ისტორიაში შევიდა. 

საქმე ისაა, რომ ინგლისის არცერთი ნაკრების ფეხბურთელს ბრაზილიასთან, ერთ თამაშში 3 ბურთი არ გაუტანია. 

საინტერესოა, რომ დანკანი არა "ლივერპულში", არამედ "სიტიში" თამაშობს. არადა ამის შანსი მაშინ იყო, როცა იგი 10 წლის გახლდათ, თუმცა ტრანსფერი არ შედგა. 

15 წლის ბობი ძალიან პერსპექტიულ თავდამსხმელად ითვლება. მან ინგლისის 16 წლამდე ჩემპიონატის გასულ სეზონში 66 გოლი (!!!) შეაგდო, ხოლო წელს მის აქტივში უკვე 29 ზუსტი დარტყმაა. 

სხვათა შორის მან გასულ კვირას ერთი ბურთი, "სიტის" მოძულე, "იუნაიტედის" კარში გაიტანა. 

 

მომზადებულია mirror.co.uk-ისა და dailymail.co.uk-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები