ტომპსონმა
Aa
Aa

ტომპსონმა "ინდიანასთან" 60 ქულა ჩააგდო

"გოლდენ სტეიტის" ერთ-ერთმა ლიდერმა, კლეი ტომპსონმა, დღეს დილით, "ინდიანასთან" მატჩისას კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა და მეტოქის კალათში 60 ქულა მოათავსა. 

"სამწუხაროა, რომ მე-4 პერიოდის თამაში ვერ შევძელი. თუმცა არც 29 წუთში აღებული 60 ქულაა ცუდი შედეგი. მჯერა, ერთ დღეს ამ მაჩვენებელსაც გავაუმჯობესებ". - განაცხადა მატჩის შემდეგ ტომპსონმა. 

რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას, მან პარკეტზე 18 წუთი და 25 წამი გაატარა და 3 ქულის, 5 ასისტის, 5 მოხსნისა და 1 ბლოკის მოგროვება შეძლო. 

"უორიორსმა" მოწინააღმდეგე 142:106 გაანადგურა. 

 

მომზადებულია cbc.ca-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები