შერმადინმა კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა!
Aa
Aa

შერმადინმა კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა!

"ანდორას" ქართველმა ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში "ესტუდიანტესთან" კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

მან 21 ქულა და 16 მოხსნა მოაგროვა, საერთო ჯამში კი, მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან მაღალი ჰქონდა - 39. ეს გიორგის პირადი რეკორდიცაა და ამ მაჩვენებლით იგი ტურში ყველას სჯობდა.

თუმცა გამოცემა "ევრობასკეტმა" ქართველ ცენტრს პირველობა მაინც არ არგუნა - ტურის 10 საუკეთესოში მეორე ადგილზე დააყენა. პირველზე "რეალის" 17 წლის უკანახაზელი ლუკა დონჩიჩი გავიდა, რომელმაც "ფუენლაბრადასთან" მატჩში 23 ქულა და 11 პასი მოაგროვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები