SKY:
Aa
Aa

SKY: "მილანის" გაყიდვა ისევ გადაიდო!

იტალიური SKY-ს ინფორმაციით, ჩინურ კომპანიასა და ბერლუსკონის ოჯახს შორის ხელშეკრულება "მილანის" გაყიდვის თაობაზე, არც ამ თვეში გაფორმდება. 

მეტიც, წყაროს მტკიცებით, კლუბის გასხვისების საკითხი დღის წესრიგში ამ ეტაპზე არც დგას და აღნიშნული მარტის პირველი რიცხვებისათვის მოხდება. 

თუმცა ერთი რაც "როსონერის" ფანებისთვის დადებითია, ირკვევა, რომ დაახლოებით 13 დეკემბრისათვის მილანური კლუბის ანგარიშზე ჩინელები 100 მილიონ ევროს ჩარიცხავენ, რომელიც ზამთრის ტრანსფერებისთვის იქნება გამიზნული. 

 

მომზადებულია football-italia.net-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები