Aa
Aa

"გოლდენ სტეიტმა" სასწაული მოახდინა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის 3 მატჩი გაიმართა.

“ბოსტონ სელტიკსი” საკუთარ დარბაზში “კლივლენდთან” 95:103 დამარცხდა. “კავალიერსმა” პირველი ტაიმი 8-ქულიანი უპირატესობით მოიგო, რაც მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა. ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 31 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი, 4 ჩაჭრა და 2 ბლოკი შესძინა. “კავალიერსი” სერიაში 3:0 დაწინაურდა. მეოთხე მატჩი ბოსტონში 26 აპრილს გაიმართება.

“ნიუ ორლეანი” შინ “გოლდენ სტეტის” დაუპირისპირდა. შეხვედრა იქითკენ მიდიოდა, რომ “პელიკანსს” სერიაში სხვაობა უნდა შეემცირებინა. პირველი სამი პერიოდის შემდეგ ნიუ ორლეანელები მეტოქეს 20 ქულით ამარცხებდნენ. რეგულარული სეზონის საუკეთესო გუნდმა “გოლდენ სტეტიმა” სასწაული მოახდინა და სტეფ კარის საოცარი სამქულიანებით მეოთხე პერიოდი 39:19 მოიგო. დამატებით 5-წუთეულში “ოკლენდელებმა” უკეთ ითამაშეს და საბოლოოდ 123:119 მოიგეს. სერიაში “გოლდენ სტეიტი” 3:0 იგებს. სერიის მეოთხე შეხვედრა ნიუ ორლეანში 26 აპრილს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები