Aa
Aa

"ბაიერნი" ლევანდოვსკის შეუთანხმდა!

მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელი ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკი, კლუბს ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდა. 

არსებული ხელშეკრულებით 28 წლის ფორვარდი "ალიანს არენაზე" 2019 წლის ზაფხულამდე რჩებოდა, ხოლო ახალი კონტრაქტის თანახმად, "რეკორდმაისტერის" ღირსებას 2021 წლის ივნისამდე დაიცავს. 

აღნიშნულზე მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და გერმანული პრესის თქმით, ხელშეკრულებას ხელი უახლოეს დღეებში მოეწერება. 

 

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები