რეგისტრაცია
ეტოომ მისთვის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

ლეგენდარულმა კამერუნელმა ფეხბურთელმა, სამუელ ეტოომ, სააგენტო Telefoot-ს მცირე ინტერვიუ მისცა, რომელშიც პეპ გვარდიოლა შეაქო და მას საუკეთესო მწვრთნელი უწოდა.

"პეპს აქვს ყველაფერი, რაც წარმატებისთვის საჭიროა. მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია ახალი იდეა შემოგთავაზოს, თუ როგორ უნდა გააძლიეროს გუნდმა თამაში. ჩემი აზრით, ეს განსაკუთრებული თვისებაა და ვთვლი, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია". 

"მას ფეხბურთელებთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა აქვს, ეს კი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია. დარწმუნებული ვარ ინგლისშიც დიდ წარმატებას მიაღწევს". - განაცხადა ეტოომ. 

35 წლის კამერუნელი გასული სეზონიდან მოყოლებული თურქული "ანტალიასპორის" რიგებში თამაშობს. 

 

მომზადებულია sport-english.com-ის მიხედვით


მოიწონე სტატია
გაუზიარე სტატია მეგობარს

კომენტარები
დამალვა

პრემიერლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ჩემპიონთა ლიგა
სერია-ა
ლიგა 1
ევროპის ლიგა
მსოფლიო ჩემპიონატი