ვესტბრუკმა ჯორდანის რეკორდი გაიმეორა
Aa
Aa

ვესტბრუკმა ჯორდანის რეკორდი გაიმეორა

"ოკლაჰომას" ლიდერმა, რასელ ვესტბრუკმა, NBA-ს ზედიზედ 5 მატჩში შეძლო სამმაგი დუბლის შესრულება, რითაც მაიკლ ჯორდანის მიერ 1989 წელს დამყარებული რეკორდი გაიმეორა. 

რასელმა დღეს გამთენიისას "ნიუ ორლეანთან" შეხვედრაში, 28 ქულის, 12 შედეგიანი გადაცემისა და 17 მოხსნის მოგროვება მოახერხა. 

OKC-ს 28 წლის კალათბურთელს, აღნიშნული რეკორდის გაუმჯობესების შანსი, ხვალ დილით "ატლანტასთან" გასვლითი მატჩისას ექნება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები