ფაჩულიას
Aa
Aa

ფაჩულიას "მილოუკიმ" "ჩიგაკოსთან" მესამე მატჩიც წააგო

ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსი” პლეი ოფის სერიის მესამე მატჩში “ჩიკაგო ბულზს” დაუპირისპირდა. შეხვედრის მეორე პერიოდში ვისკონსინელები 18 ქულით გავიდნენ წინ, თუმცა მატჩის ბოლოდე ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. შეხვედრის დასრულებამდე 10 წამით ადრე კრის მიდელტონმა 2-ქულიანი ჩააგდო და “მილუოკი” 95:94 დაწინაურდა. დერეკ როუზის წინააღმდეგ თამაშის წესები დაირღვა, “ხარების” გამთამაშებელმა 2-დან 1 საჯარიმო სროლა გამოიყენა და ანაგარიში 95:95 გახადა. ძირითადი დროის ბოლო წამზე, შეხვედრის მოსაგებად კრის მიდელტონმა 3-ქულიანი ესროლა, თუმცა არაზუსტად. მატჩში პირველი ოვერტაიმი დაინიშნა. დამატებითი 5-წუთეულის ბოლო წამებზე ანგარიში საყაიმო იყო, 101:101. აქაც “მილუოკს” მიეცა ბოლო სროლის საშუალება, ოჯეი მეიომ ბოლო წამზე 2-ქულიანი ისე ცუდად ესროლა ბურთმა ფარამდეც ვერ მიაღწია. მეორე ოვერტაიმში, “ბაქსის” ამდენი შანსების გამოუყენებლობის შემდეგ, “ჩიკაგომ” თავისი შანსი არ დაკარგა და საბოლოოდ “ხარებმა” 113:106 გაიმარჯვეს. სერიაში 3:0 დაწინაურდნენ და ფაქტობრივად შემდეგ ეტაპზე თამაშიც გაინაღდეს. ჩიკაგოელებს 34 ქულით და 8 პასით დერეკ როუზმა ულიდერა. “მილუოკში” 24 ქულით იანის ანტეტოკუნმპო გამოირჩა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა, მაგრამ ჯეისონ კიდმა ზაზა არც თუ დიდხანს ათამაშა. ფაჩულიამ პარკეტზე მხოლოდ 19 წუთი დაჰყო. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 2 ქულა, 6 მოხსნა და 1 ბლოკი შესძინა. მან 5-დან 1 ორქულიანი ჩააგდო.

სერიის მეოთხე მატჩი ისევ “მილუოკელთა” დარბაზში თბილისის დროით 26 აპრილს ღამის 01:30 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები