შაჰინი
Aa
Aa

შაჰინი "რეალთან" ვერ ითამაშებს

"დორტმუნდის" ერთ-ერთი ლიდერი, ნური შაჰინი, გუნდს 2 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება. 

"ჩვენი გუნდის მე-8 ნომერი მუხლის პრობლემის გამო, 2 კვირა ვერ ითამაშებს". - ვკითხულობთ "ბორუსიას" "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე. 

შესაბამისად, თურქი ფეხბურთელი "ჩემპიონთა ლიგის" შეხვედრას თავისი ყოფილი კლუბის, "რეალის" წინააღმდეგ, გამოტოვებს. 

"რეალისა" და "დორტმუნდის" მატჩი ოთხშაბათს, 23:45 საათზე დაიწყება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები