ლაპადულა:
Aa
Aa

ლაპადულა: "გამარჯვება გუნდის დამსახურებაა"

"მილანის" თავდამსხმელმა, ჯანლუკა ლაპადულამ, რომელმაც დღეს "კროტონესთან" საკუთარ გუნდს გამარჯვება 86-ე წუთზე გატანილი გოლით მოუტანა, მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან მოკლედ ისაუბრა. 

"მოგება გუნდის დამსახურებაა, რადგან ბიჭებმა უდიდესი სამუშაო გასწიეს და გამარჯვება დაიმსახურეს. მე კი, გამიმართლა, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდი". - დასძინა ლაპადულამ. 

"მილანის" მე-9 ნომერს მიმდინარე სერია ა-ში უკვე 4 გოლი აქვს გატანილი. 

26 წლის ლაპადულა "როსონერიში", სეზონის დაწყებამდე "პესკარადან" გადავიდა. შეგახსენებთ იმასაც, რომ იგი ჯამპიერო ვენტურამ ცოტა ხნის წინ იტალიის ნაკრებშიც გამოიძახა, თუმცა სათამაშო დრო არ მიუცია. 

 

მომზადებულია acmilan.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები