Aa
Aa

"ჩემპიონთა ლიგის" და "ევროპა ლიგის" ნახევარფინალის წყვილები ცნობილია

დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში, „ჩემპიონთა ლიგის“ ნახევარფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

კატალონიის „ბარსელონას“ მეტოქედ მიუნხენის „ბაიერნი“ ერგო. მადრიდის „რეალი“ კი ტურინის „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება.

გუნდებს შორის პირველი მატჩები 5 და 6 მაისს გაიმართება. განმეორებითი შეხვედრები კი 12 და 13 მაისს.

ნიონში ასევე „ევროპის ლიგის“ ნახევარფინალური წყვილებიც გამოვლინდა. „ნაპოლი“ „დნიპროს“ დაუპირისპირდება, ხოლო „სევილია“ „ფიორენტინას. პირველი მატჩები 7 მაისს გაიმართება, საპასუხო შეხვედრები კი 14 მაისს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები